GEORGIAN BUSINESS HOUSE

ექსპორტი

,,შპს ჯონძია იმპორტ–ექსპორტის კომპანია” უკვე ორი წელია რაც აქტიურად ოპერირებს ჩინეთის ბაზარზე. იგი საქართველოდან ჩინეთის ტერიტორიაზე ახორციელებს 50-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტს: ქართული ღვინო, ჭაჭა, მინერალური წყალი, ლიმონათი, ენერგეტიკული სასმელი, ნატურალური წვენები, ქართული თაფლი, ჩურჩხელა, საწებელი, ტყემალი, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ.

,ვენახი“ გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ ქართულ პროდუქციას: ღვინოს, თიხებს, ლიმონათს, მინერალურ წყალს. უკვე ორი წელია რაც აღნიშნული ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია ჩინეთის დიდ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ,,ვენახი ბრენდის” ქვეშ წარმოებული ყველა პროდუქციის მთავარი ნიშა ,,შვიდი აქლემის“ გამოსახულებაა, რომელიც აბრეშუმის გზის მთავარი ლოგოა და ერთი სარტყელი ერთი გზის პროდუქციას ნიშნავს. ,,ვენახი ბრენდი” ჩინეთში ჩატარებული ყველა მაღალი დონის გამოფენის მონაწილეა და მოპოვებული აქვს საუკეთესო პროდუქციის სტატუსი. აღნიშნული კომპანიის მეშვეობით ექსპორტირებული პროდუქცია ჩინეთში 36 წარმომადგენლის მეშვეობით იყიდება მაღალი დონის სასტუმროებში, რესტორნებში: “ცხელი ქვაბი”,“იხვი პეკინურად”,მაღაზიათა ქსელებში.