ჩინურ-ქართული კომპანია ,,თიანგბეი“ 2010 წელს დაარსდა, რომლის მთავარი მისიაა, დაეხმაროს მომხმარებლებს ჩინეთის ბაზარზე ნებისმიერი პროდუქციის შეძენაში, მის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში, საქართველო–ჩინეთს შორის ბიზნეს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კომპანია გამოირჩევა დიდი სანდოობითა და მომსახურების უმაღლესი ხარისხით.
მისი მთავარი უპირატესობებია:
- 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე
- მომხმარებელთან კომუნიკაცია მისთვის საჭირო ენაზე
- ოფიციალური საკითხების მაღალ დონეზე მოგვარება
- ტექნიკური საკითხების მაღალ დონეზე მოგვარება
- მომხმარებლის მოთხოვნების მაღალ დონეზე დაგეგმვა–მენეჯმენტი
კომპანიას გააჩნია 10 წლიანი გამოცდილება გამარჯვებული ტენდერებისთვის საჭირო პროდუქციის მოძიებაში, მისი მწარმოებელი ქარხნის გადამოწმებაში, პროდუქციის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოებაში, პროდუქციის დანიშნულების ადგილზე დროულად მიწოდებაში.
,,თიანგბეი” სთავაზობს მომხმარებელს ჩინეთის ყველაზე დიდ სავაჭრო ქალაქებში, გუანჯოუსა და ფოშანში, ყველაზე დიდი არჩევანისა და მრავალფეროვნების მქონე სავაჭრო ბაზრობებს, მოლებს, ცენტრებს, სადაც მომხმარებელი შიეძენს მისთვის სასურველი ხარისხისა და დიზაინის პროდუქციას და საქართველოს ფასებთან შედარებით გააკეთებს სულ ცოტა 50% –იან დანაზოგს.
ჩინურ-ქართული კომპანია ,,თიანგბეი“ მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:
1.მომხმარებლის დახვედრა აეროპორტში
2.სასტუმროს დაჯავშნა
3.სასურველი პროდუქციის შესაძენად სავაჭრო ბაზრობის/მოლის/ცენტრის შერჩევა
4.პროდუქციის შესყიდვა
5.შეძენილი პროდუქციის შემოწმება და საწყობში მისი უსაფრთხო დასაწყოება
6.შეძენილი პროდუქციის შიდა ტრანსპორტირება და განბაჟება
7.შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება დანიშნულების პორტამდე
8.ჩინურენოვანი ქართველი თანამშრომლის მომსახურება