სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ორგანიზაციაში გაერთიანებულია 25 ქვეყანა. აღნიშნულ სახლს აქვს შვიდი ძირითადი მიმართულება.
დაწვრილებით
იმპორტი
კომპანია თიანგბეი 2008 წელს დაარსდა, რომლის მთავარი მისიაა, დაეხმაროს მომხმარებლებს ჩინეთის ბაზარზე ნებისმიერი პროდუქციის შეძენაში და მის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში.
დაწვრილებით
ექსპორტი
,,შპს სინგფუ საერთაშორისო სავაჭრო, იმპორტ–ექსპორტის კომპანია“ უკვე ორი წელია რაც აქტიურად ოპერირებს ჩინეთის ბაზარზე. იგი საქართველოდან ჩინეთის ტერიტორიაზე ახორციელებს ქართული ღვინის ექსპორტს.
დაწვრილებით
წარმოება
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი ‘’Guangzhou Genius Focus High Molecule Products Co. Ltd.” -ისთან ერთად მოხდენს მაღალი ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებას საქართველოს, ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის ბაზრებისთვის.
დაწვრილებით
ტურიზმი
,,შპს ჯონძია ტურიზმის კომპანია“ ქართულ-ჩინური ტურისტული კომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო. კომპანია ჩინეთის ტერიტორიაზე ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით დარეგისტრირდა.
დაწვრილებით
მედია
,,შპს ჯონძია მედია კომპანია“ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა. კომპანიის ქვეშ არსებული მედია პლატფორმის მიზანია, ითანამშრომლოს 25 ქვეყნის მედია კომპანიასთან, მათ შორის ქართულ ტელე–მაუწყებლებთან, რომლის ქვეშ განხორციელდება ჩინურ–ქართული კულტურის შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმებისა და ტელე–სერიალების გადაღება.
დაწვრილებით
უახლესი ტექნოლოგიებით წარმოება და მისი მხარდაჭერა
,,შპს ჯონძია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომპანია“ 2018 წლის მაისში დაარსდა.
კომპანიის მთავარი მიზანია სამეცნიერო კვლევების განვითარება და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა.
დაწვრილებით
“Duty Free” მაღაზიები
ქართული “Duty Free” მაღაზიის განყოფილებაში წარმოდგენილია 50-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია. ბიზნეს სახლში მოსულ სტუმარს შეუძლია ეზიაროს როგორც ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს, ისე დააგემოვნოს ქართული სამზარეულო, დაათვალიეროს ქართული მუზეუმი და შეიძინოს 500-მდე დასახელების ქართული პროდუქცია.
დაწვრილებით
სიახლეეეები
გალერეა
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე წარმატებული ქართული და ჩინური სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანია. სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი საქართველოში 2018 წლის იანვარში დარეგისტრირდა. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელშეწყობით აღნიშნული ორგანიზაცია ჩინეთშიც დაფუძნდა, რომლის დამფუძნებლები არიან ქართული და ჩინური მხარეები. ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.