GEORGIAN BUSINESS HOUSE

ბიზნეს სახლი

სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის პირველი ქართული ,,ბიზნეს სახლი” ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, ხუადუს რაიონის მთავრობის წინ მდებარეობს. იგი ერთი სივრცის ქვეშ აერთიანებს
ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ქართული ღვინის კულტურას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ და უცხოურ ნატურალურ პროდუქციას, ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი
გამომგონებლების სტარტაპებს. ,,ბიზნეს სახლში” წარმოდგენილია 50-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია. იქ მოსულ სტუმარს შეუძლია ეზიაროს როგორც ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს, ისე დააგემოვნოს ქართული სამზარეულო, დაათვალიეროს ქართული
მუზეუმი და შეიძინოს 100-მდე დასახელების ქართული პროდუქცია. რიგით მეორე ბიზნეს სახლი ქალაქ გუანჯოუს შუაგულ ცენტრში, იუესიუს რაიონში მდებარე “One Link” პლაზაში მდებარეობს, სადაც მე-8
სართულზე წარმოდგენილია 25 ქვეყნის მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე. აღნიშნულ სივრცეში მოსულ სტუმარს გააცნობენ სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციას, კულტურას, ტურიზმს, საინვესტიციო გარემოს და ა.შ. მე-9 სართულზე კი წარმოდგენილია ქართული რესტორნისა და ღვინის კულტურის განყოფილება. უახლესი 10 წლის განმავლობაში 100-მდე მსგავსი ბიზნეს სახლის გახნსა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანია ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი 25 ქვეყნის პროდუქციის, ტურიზმის, სამზარეულოსა და კულტურის პოპულარიზაცია მთელს ჩინეთში.