GEORGIAN BUSINESS HOUSE

ტურიზმი

,,შპს ჯონძია ტურიზმის კომპანია“ ქართულ-ჩინური ტურისტული კომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო. კომპანია ჩინეთის ტერიტორიაზე ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით დარეგისტრირდა. ,,შპს ჯონძია ტურიზმის კომპანია“ მომხმარებელს სთავაზობს საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში მაღალი დონის მომსახურებას, საუკეთესო მარშრუტებს, მაღალი დონის სამოგზაურო პაკეტებს, ჩინურ–ინგლისურენოვან გიდებსა და განსხვავებულ, არასდანტარტულ ტურებს.