GEORGIAN BUSINESS HOUSE

ჩვენ შესახებ

სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე წარმატებული ქართული და ჩინური სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანია. სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი საქართველოში 2018 წლის იანვარში დარეგისტრირდა. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელშეწყობით აღნიშნული ორგანიზაცია ჩინეთშიც დაფუძნდა, რომლის დამფუძნებლები არიან ქართული და ჩინური მხარეები.

სარტყლისა        და        გზის        საქართველოს        ბიზნეს        სახლის        ორგანიზაციაში გაერთიანებულია ახალი აბრეშუმის გზის  რამდენიმე ქვეყანა. აღნიშნულ სახლს აქვს შვიდი ძირითადი მიმართულება:

  1. იმპორტი
  2. ექსპორტი
  3. განათლება
  4. ტურიზმი
  5. მედია
  6. უახლესი ტექნოლოგიებით წარმოება და მისი მხარდაჭერა
  7. “ბიზნეს სახლი”-ის მაღაზიები

აღნიშნული ბიზნეს სახლის ქვეშ გაერთიანებული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ ჩინეთისა თუ საქართველოს ბაზრებზე.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.